Skip to content

MUZA – event and travel company

წინასაქორწინო ფოტოსესია

საქორწინო ფოტოსესია მოგონებების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ლამაზი და დახვეწილი ფორმაა. საქორწინო სამოსი, ერთად ყოფნის გულწრფელი სიხარული და შესაბამისად შერჩეული გარემო ქმნის ფოტოგადაღებისას იმ იდეალურ მიქსს, რაც ამ ფოტოებს წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კადრებად აქცევს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არსებობს რიგი მიზეზები, რის გამოც ეს სათუთი პროცესი, ხშირად, სჯობს ცალკე რიტუალად იქცეს ხოლმე, ვიდრე მიებას ქორწინების უშუალო დღეს, რომელიც თავისთავად, საკმაოდ მრავლისმომცველი, მნიშვნელოვანი და დატვირთული მოვლენაა. 

რა უპირატესობა აქვს საქორწინო ფოტოსესიის ქორწილამდე ქონას?

ჯვრისწერა, ხელისმოწერა, ვახშამი – არ ტოვებს საკმარის დროს სრულყოფილი ფოტოგადაღებისთვის; ხალხმრავლობით, ემოციების მოზღვავებითა თუ დეტალებზე ზრუნვით გამოწვეული სტრესი და დაღლილობა ხშირად არ იძლევა საშუალებას, მოდუნდეს წყვილი, გაიხსნას და სრულყოფილად გადმოსცეს საკუთარი ემოციები და ერთად ყოფნის ბედნიერება.

ცხადია, პროფესიონალი ფოტოგრაფი ქორწილშიც უნდა მუშაობდეს, თუმცა ქორწინების უშუალო რიტუალისას გადაღებულ ფოტოებს საკუთარი, სპეციფიური დანიშნულება აქვთ – ისინი უფრო “რეპორტაჟის” ხასიათს ატარებენ, რომელიც მეტად კონცენტრირდება დღის მიმდინიარეობაზე, მორგებულია პროცესის დინამიკას, და ნაკლები მხარტვრულობითა და შემოქმედებითობით გამოირჩევა. 

წინასაქორწინო (ან ქორწილის შემდგომი) ფოტოსესია კი სულ სხვა ისტორიას ჰყვება, სადაც წყვილი თავისუფალია დროში, თავისუფალია სტრესისა და დაღლილობისგან და წინასწარ გათვლილი გარემოსა და სცენარის ფარგლებში თამამად, აუჩქარებლად და ლაღად გამოხატავს საკუთარ ბედნიერ ემოციას კამერის წინ. 

ლოკაცია:

მსგავსი ფოტოსესიები ხშირად იგეგმება ადგილას, რომელიც ან იდეურად მნიშვნელოვანია წყვილისათვის, ან კიდევ ვიზუალურად და ესთეტიკურად ატარებს საჭირო დანიშნულებას, რაც კადრებს კიდევ უფრო ავთენტურ ხდის.

რას მოიცავს ჩვენი შეთავაზება?

ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ ფოტოსესიას დედაქალაქის სხვადასხვა გამორჩეულ, კონკრეტულად თქვენთვის მაქსიმალურად ზედგამოჭრილ ადგილას ან, სულაც, ქვეყნის რომელიმე მომაჯადოვებელ კუთხეში. ლოკაცია შერჩეული იქნება ფოტოსესიის ხასიათიდან თუ კონცეფციიდან გამომდინარე. ცხადია, გათვალისწინებული იქნება საქორწინო სამოსის ხასიათიც, რომელსაც, სურვილისამებრ, ასევე თავად შეგირჩევთ.

ჩვენი ვიზაჟისტი და სტილისტი მოგემსახურებათ თქვენთვის საურველ ლოკაციაზე, რათა ფოტოსესიის განმავლობაში ყველა დეტალი იდეალური იყოს; ფლორისტი კი – თქვენთვის განწყობის შესაბამის თაიგულს შეკრავს. 

ერთი სიტყვით, ჩვენი მთავარი მიზანია გაგიწიოთ სრული მომსახურება, სადაც პირადად თქვენ არ დაგჭირდებათ ზრუნვა თითოეულ ორგანიზაციულ დეტალზე და პარალელურად სრულად გათვალისწინებული იქნება თქვენი გემოვნება, სურვილები, მოლოდინები და წარმოდგენა საქორწინო განწყობის იდეალურ ასახვასთან დაკავშირებით. 

და რაც მთავარია, იმისთვის, რომ ფოტოები არ დარჩეს მხოლოდ ციფრულ ფორმატში, დაგიმზადებთ ინდივიდუალური დიზაინის, მაღალი ხარისხის ფოტო-ალბომს, რომელიც მიღებულ კადრებს წლების განმავლობაში ხელშესახებ, სამარადისო მოგონებად შეინახავს.