წლების განმავლობაში, მე, სოფო ამირანაშვილი, სხვადასხვა ქვეყანაში, უამრავ საინტერესო წვეულებას ვეწვიე, იქ მიღებული ემოციები კი ხანგრძლივ, დაუვიწყარ მოგონებად გამყვა. სწორედ ეს ემოციები გახდა ჩემთვის ის “მუზა”, რომელმაც საკუთარი კომპანიის შექმნა და ადამიანებისთვის ფერადი, ლამაზი და ხალისიანი წუთების მიძღვნა შთამაგონა.
ამ საქმეს ვემსახურებით 2010 წლიდან და ჩვენს სტუმრებს უკვე ულევი ღიმილი, დადებითი ემოცია და მუხტი ვაჩუქეთ. სწორედ თქვენთვის მინიჭებული ეს ბედნიერებაა ჩვენი მუზა და შთაგონების წყარო.
მ უ ზ ე ბ ი ჩვენს საქმეს ჩვეული კრეატივით და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით; ჩვენს პროფესიონალიზმს ენდობიან როგორც ადგილობრივი კომპანიები, ისე საერთაშორისო დამკვეთები თუ შეყვარებული წყვილები. მ უ ზ ე ბ მ ა სხვადასხვა ღონისძიების სახით უამრავი სიხარული და ბედნიერება გავეცით, რამაც ახალი შთაგონებებით და მიზნებით აგვავსო.