MUZA – event and travel company

რატომ ივენთ კომპანია?

ხშირად, როდესაც საქმე კორპორატიული წვეულების, ან სხვა ღონისძიების მოწყობას ეხება, კომპანია არჩევანის წინაშე დგება: აიღოს დაგეგმვა საკუთარ თავზე, თუ მიანდოს ამ კომპლექსური მოვლენის ორგანიზება პროფესიონალს, ანუ ივენთ-კომპანიას.

რასაკვირველია, ღონისძიების მოწყობა თავადაც, საკუთარი ძალებით შეგიძლიათ, თუმცა დაგეგმვის პროცესი იმდენად შრომატევადია, იმდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რომ თქვენ შესაძლოა სრულიად ჩამოშორდეთ ჩვეულ სამუშაო პროცესს და მთელი დრო მომწოდებლებთან ურთიერთობას და სხვა საკითხების მოგვარებას მოანდომოთ, უშუალოდ ღონისძიების მსვლელობისას კი მხოლოდ იმაზე იფიქროთ, ჩაივლის თუ არა ღონისძიება ისე, როგორც თქვენ დაგეგმეთ და დარჩება თუ არა ყველა სტუმარი კმაყოფილი.

mosaic entrance

ასევე, გასათვალისწინებელია უამრავი დეტალი – ჯდება თუ არა დეკორაცია თქვენთვის სასურველ კონცეფციაში; მოესწრება თუ არა სადღესასწაულო ტორტის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება; იმუშავებს თუ არა გამართულად სხვადასხვა ხმოვანი მოწყობილობა; დროულად შეასრულებს თუ არა მოწვეული ბენდი სასურველ სიმღერას… წარმოგიდგენიათ, რამხელა თავის ტკივილი და რამდენი საზრუნავია?

ივენთ-კომპანია, თავისი პროფესიონალების გუნდით, სრულიად მოგიხსნით ღონისძიების დაგეგმვა-მოწყობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საზრუნავს, დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას და საკუთარი ძალებით და შემოქმედებითი მიდგომით თქვენს წვეულებას სრულყოფილ, ხარისხიან და დაუვიწყარ მოვლენად გახდის.

ჩვენ წინასწარ გავწერთ საღამოს კონცეფციას, გეგმას და სცენარს, სრულიად მოვერგებით თქვენს ნებისმიერ სურვილს და სრულ პასუხისმგებლობას ავიღებთ წვეულების გამართულად და უხარვეზოდ მსვლელობაზე. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება ნებისმიერი ის საკითხი, რაც თქვენთვის, შესაძლოა, რთულად მოსაგვარებელ საკითხად ან პრობლემად იქცეს.

ჩვენ, ჩვენს საყვარელ საქმეს 2010 წლიდან ვემსახურებით და ჩვეული კრეატივით და უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ დეტალს, ჩვენს პროფესიონალიზმს ენდობიან როგორც ადგილობრივი კომპანიები, ისე საერთაშორისო დამკვეთები.

 

მ უ ზ ე ბ მ ა სხვადასხვა ღონისძიების სახით უამრავი სიხარული და ბედნიერება გავეცით, რამაც ახალი შთაგონებებით და მიზნებით აგვავსო. გვჯერა, რომ სრულყოფილება დეტალებშია, ამიტომ სწორედ ეს მიდგომა, ასევე კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გამოგვარჩევს და სანდო კომპანიად გვაქცევს. 

Recent posts

წინასაქორწინო ფოტოსესია

წინასაქორწინო ფოტოსესია საქორწინო ფოტოსესია მოგონებების შენახვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ლამაზი...

ქორწილის ორგანიზება – ქორწილი ღია ცის ქვეშ

ქორწილის ორგანიზება ქორწილი ღია სივრცეშისად შეიძლება ქორწილის გადახდაქორწილის აქსესუარებიქორწილის ფასებიქორწილის დეკორაციასაქორწილო ლოკაციებისაქორწინო ცერემონიის ორგანიზებარა ჯდება ქორწილის გადახდა